Accentnews.ge
ერდოღანი: „საბერძნეთის მცდელობა NATO–თურქეთის ურთიერთობებს ვერ აზარალებს“

ერდოღანი: „საბერძნეთის მცდელობა NATO–თურქეთის ურთიერთობებს ვერ აზარალებს“

02/09/2022 12:23:10 მსოფლიო

საბერძნეთის ქმედებები უარყოფითად არ აისახება თურქეთ-ნატოს ურთიერთობებზე,– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტებს განუცხადა პარასკევის ლოცვის შემდეგ.

მისი თქმით, ნატო–ს ფარგლებში საბერძნეთის ღირებულება „დიდი არ არის. იმავდროულად, თუ არსებობს თურქეთი, მაშინ ნატოს ბლოკიც ძლიერია“:

ნეგატიური წარმოდგენა, რომლის ჩამოყალიბებას ბერძნული მხარე ცდილობს ნატოში, არ შეასუსტებს ანკარას ურთიერთობას ალიანსთან“, - დარწმუნებულია ერდოღანი.

„ნეგატიური წარმოდგენა, რომლის ჩამოყალიბებას ბერძნული მხარე ცდილობს ნატო–ში, ვერ შეასუსტებს ანკარის ურთიერთობას ალიანსთან“, - დარწმუნებულია ერდოღანი.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ნატოს წევრია, ორ მეზობელს შორის დიდი ხნის დავა მიმდინარეობს ზღვაზე და ჰაერში, რამაც თითქმის შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.

ათენი ანკარას საბერძნეთის კუნძულებზე გადაფრენებში ადანაშაულებს. თავის მხრივ, თურქეთი საბერძნეთს ადანაშაულებს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ჯარების განლაგებაში, რაც არღვევს პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S