Accentnews.ge
პუტინის პარტიამ ბაზის გაწმენდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა 15 მილიონით შეუმცირდა – РБК

პუტინის პარტიამ ბაზის გაწმენდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა 15 მილიონით შეუმცირდა – РБК

02/09/2022 11:33:01 მსოფლიო

რუსეთის სახელისუფლებო პარტიამ „ედინაია რასიამ“ სექტემბრის არჩევნებისთვის მხარდამჭერთა ბაზის გაწმენდა დაასრულა. შედეგად, დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ამოიღეს სიიდან, – იუწყება РБК პარტიაში წყაროებზე დაყრდნობით.

„ბაზის გაწმენდა ივნისში დასრულდა და რაღაც მომენტში, მასში შემავალი მხარდამჭერების რაოდენობა 25 მილიონი ადამიანიდან 10 მილიონამდე დაეცა“, - განუცხადა РБК–ს ერთ–ერთმა დეპუტატმა სახელისუფლებო პარტიიდან.

კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ სიიდან ყველა ამოიღეს, „რომელთა მონაცემებთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული ეჭვები“.

გარდა ამისა, სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც აანალიზებს სოციალურ ქსელებს, პარტიამ საკუთარ „მხარდამჭერებში“ გამოავლინა პირები, რომელთაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსწონთ.

ამჟამად პარტია მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ამ გეგმების მიხედვით, 2024 წლისთვის მათმა რაოდენობამ 30 მილიონს უნდა მიაღწიოს.

РБК წყაროებმა უამბეს, რომ ამ მიზნით პარტიამ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა დაუსახეს, რომელიც მათ წლის ბოლომდე უნდა შეასრულონ. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს ერთმანდატიანმა დეპუტატმა 1500 ადამიანი უნდა მიიზიდოს, პარტიული სიის წევრმა – 500, ოლქების მიერ არჩეულ საკანონმდებლო კრების დეპუტატებზე 500 ადამიანი მოდის. რაც შეეხება საქალაქო სათათბიროს დეპუტატებს, თითოეულმა ერთმანდატიანმა წევრმა უნდა გადაიბიროს 150 მხარდამჭერი, სიის წევრმა - 50.

როგორც ერთ–ერთმა წყარომ დააზუსტა, „მკაცრი მოთხოვნა“ მხოლოდ იმ დეპუტატებს არ ეხებათ, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ რეგიონებს სტუმრობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S