Accentnews.ge
"გორბაჩოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შოკირებული იყო"

"გორბაჩოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შოკირებული იყო"

02/09/2022 11:10:51 მსოფლიო

მიხეილ გორბაჩოვი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შოკირებული იყო, – ამის შესახებ მისმა მრჩეველმა და თარჯიმანმა პაველ პალაშჩენკომ „როიტერთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერისთვის "დიდი დარტყმა იყო არა მხოლოდ 24 თებერვალს დაწყებული ოპერაცია, არამედ ის, რაც ბოლო წლებში რუსეთ–უკრაინას შორის ხდებოდა".

„ის იყო შოკირებული. ამ ამბებმა გაანადგურა ემოციურადაც და ფსიქოლოგიურადაც“– თქვა გორბაჩოვის თარჯიმანმა.

გორბაჩოვი 30 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა, რის გამოც უკრაინაში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S