"ზოგი კომპანია, რუსელ ბაზარზე, ვერ გრძნობს, რომ ფულს ბავშვების სისხლის სუნი აქვს"
02/09/2022 10:37:58 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი იმ ევროპულ კომპანიებს აკრიტიკებს, რომლებსაც რუსული ბაზარი ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ და აცხადებს, რომ ყველაზე მცირე გამოსასყიდი, რაც მათ შეუძლიათ გაიღონ, არის ფონდის შექმნა იმ უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებმაც რუსული ჭურვების გამო ახლობლები დაკარგეს.
"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ევროკავშირის ყველა კომპანიას არ დაუტოვებია რუსეთის ბაზარი. ზოგი მაინც ვერ გრძნობს, რომ ფულს ბავშვების სისხლის სუნი ასდის. "TotalEnergies" იღებს ასობით მილიონ დოლარს "Novatek"-ისგან. ყველაზე მცირე გამოსასყიდი არის ფონდის შექმნა იმ უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები რუსული ჭურვების გამო", -წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი.


