Accentnews.ge
არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს

არგენტინაში ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობა სცადეს

02/09/2022 09:43:54 მსოფლიო

არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის კრისტინა კირშნერის მკვლელობა სცადეს. ის არ დაშავებულა, – იუწყება Reuters.

თავდასხმა 1 სექტემბერს, საღამოს მოხდა ვიცე-პრეზიდენტის სახლთან ბუენოს აირესის რაიონში, როდესაც კირშნერი მხარდამჭერებს ესაუბრებოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა იარაღი ვიცე–პრეზიდენტს დაუმიზნა და ჩახმახს ხელი გამოჰკრა, თუმცა იარაღმა არ იმუშავა. ის უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს. მოტივი ჯერ დადგენილი არ არის.

არგენტინის პრეზიდენტმა მომხდარს მკვლელობის მცდელობა უწოდა:

"მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი მას თავში დაუმიზნა და ჩახმახს ხელი გამოჰკრა. კრისტინა ჯერ კიდევ ცოცხალია, რადგან გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, იარაღმა არ გაისროლა“.

წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი ბრაზილიის 35 წლის მოქალაქე ფერნანდო ანდრეს საბაგ მონტიელია. ის შეიარაღებული იყო Bersa Thunder 380 პისტოლეტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S