СБУ: "დავაკავეთ უკრაინელი ჯარისკაცის ცოლი, რომელიც მტერს ინფორმაციას აწვდიდა" (ვიდეო)
02/09/2022 09:14:54 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) აცხადებს, რომ გამოავლინა და დააკავა მოღალატე, რომელიც მტერს უკრაინელი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. დაკავებული თავადაც სამხედროს ცოლია და იგი საოკუპაციო ძალებს უკრაინის დამცველების ადგილმდებარეობის, მათი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე გადასცემდა ცნობებს.
უწყების ცნობით, ქალი 31 წლისაა, დნეპროპეტროვსკის მკვიდრია და მტრისთვის მუშაობა მაისში დაიწყო. იგი დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მახლობლად ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ქმრისგან იგებდა და შემდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვას გადასცემდა. საკონტაქტო კი რუსი სამხედრო იყო, რომელიც ქალს რუსეთის მოქალაქეობას და კეთილდღეობას პირდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რეგიონს რუსები დაიკავებდნენ.
СБУ–ს ცნობით, დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და უკანონო საქმიანობისთვის გამოყენებული მობილური ტერმინალები. მას ბრალად ედება ქვეყნის ღალატი და სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა.


