Accentnews.ge
„ენერგოატომი“: "რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს სადგურზე რეალურ ფაქტებს არ გაეცნოს"

„ენერგოატომი“: "რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს სადგურზე რეალურ ფაქტებს არ გაეცნოს"

02/09/2022 08:56:51 მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ "რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს სადგურზე რეალურ ფაქტებს არ გაეცნოს".

„რუსი სამხედროები ცრუობენ, მანიპულირებენ და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ რეალობას არასწორად წარმოაჩენენ. უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტები სადგურზე არ შეუშვეს და მისიას რუსი პროპაგანდისტები ახლდნენ თან“, - აცხადებენ „ენერგოატომში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ინსპექტორებს ასევე ხელი შეუშალეს კრიზისული ცენტრის მონახულებაში, სადაც სავარაუდოდ, სამხედრო პერსონალი იმყოფება.

„დამპყრობლებმა განზრახ დაბლოკეს ფიჭური კომუნიკაციები და ინტერნეტი ენერგოდარში, რათა ხელი შეუშალონ სურათებისა და ვიდეოების გადაგზავნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან“, - აცხადებენ კომპანიაში.

„ენერგოატომის“ შეფასებით, აღნიშნული პირობები ნიშნავს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის შესახებ მიუკერძოებელი შეფასების გაკეთება გაუჭირდება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თავის წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურში ვიზიტის შემდეგ 1 სექტემბერს განაცხადა.

"დღეს ექსპერტებმა მისიის მუშაობის პირველ საათებში მოახერხეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება", – განაცხადა გროსიმ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ დააზუსტა, რომ მისია ენერგოდარში დარჩება 3 სექტემბრამდე, შემდეგ კი განიხილავენ ელექტროსადგურში IAEA-ს მუდმივი მეთვალყურეების ყოფნის საკითხს.

„არსად არ მივდივართ. IAEA ახლა არის ელექტროსადგურში. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ ვაპირებთ მუდმივ ყოფნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში“, - განაცხადა გროსიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მიუხედავად რთული ვითარებისა და გარემოებებისა, სადგურის პერსონალი პროფესიონალურად ასრულებს სამუშაოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S