Accentnews.ge
ყირიმში მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთს გეგმების შეცვლა აიძულა

ყირიმში მომხდარმა აფეთქებებმა რუსეთს გეგმების შეცვლა აიძულა

02/09/2022 08:33:17 მსოფლიო

რუსეთის საავტომობილო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებები კარტინგში, რომლებიც 9-11 სექტემბერს ევპატორიაში [ანექსირებულ ყირიმში] უნდა გამართულიყო, გროზნოში გადაიტანეს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევპატორიიდან 20 კილომეტრში მდებარე საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა ,– გაარკვია «Настоящее Время»–მ.

რუსული მხარის ცნობით, 9 აგვისტოს აფეთქებების შედეგად 60-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 14 ადამიანი დაშავდა. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში მონაწილეობას უარყოფს. ამავდროულად, The New York Times და The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები უკრაინის სპეცსამსახურმა მოაწყო.

რუსეთის კარტინგის ჩემპიონატში მინი–კლასში მონაწილეობს 10 წლის რომან ფაასენი. ეს არის ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილის, მარია ვორონცოვას ვაჟი პირველი ქორწინებიდან. მამამისი ნიდერლანდების მოქალაქეა, თუმცა მისი შვილი შეჯიბრებებში რუსეთის სახელით მონაწილეობს რუსული დროშის ქვეშ.

საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები 9 აგვისტოს მოხდა. სხვადასხვა ცნობებით, განადგურდა რუსეთის 8 სამხედრო თვითმფრინავი და რამდენიმე დაზიანდა. ასევე განადგურდა საბრძოლო მასალა. მას შემდეგ ყირიმში კიდევ რამდენჯერმე მოხდა აფეთქება. მედია წერს, რომ რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავები ყირიმიდან გაიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S