Accentnews.ge
ყვარელსა და ლიკანში ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება

ყვარელსა და ლიკანში ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება

02/09/2022 06:24:38 საზოგადოება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება.

ადგილზე მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა დილიდან განაახლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.

გარდა ამისა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ცეცხლის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა.

ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია.

ორივე ხსენებულ ლოკაციაზეცეცხლი 1 სექტემბერს გაჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S