Accentnews.ge
მელიტოპოლის მერი: "უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს ქალაქის აეროდრომის მახლობლად მდებარე მტრის საბრძოლო მასალების საწყობს"

მელიტოპოლის მერი: "უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს ქალაქის აეროდრომის მახლობლად მდებარე მტრის საბრძოლო მასალების საწყობს"

02/09/2022 06:17:26 მსოფლიო

უკრაინა რუსული ძალების საბრძოლო მასალების საწყობის განადგურების თაობაზე ხერსონის გარდა, მელიტოპოლშიც იუწყება.

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი აცხადებს, რომ "უკრაინელმა სამხედროებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს მელიტოპოლის აეროდრომის მახლობლად მდებარე საწყობს, სადაც საბრძოლო მასალების დეტონაცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა".

მელიტოპოლში აფეთქებებს ადასტურებენ რუსული წყაროები. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო "ტასი" წერს, რომ ქალაქში ხუთი ძლიერი აფეთქება იყო და ამუშავდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ხერსონის ოლქში გაანადგურეს რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების 5 საწყობი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი.

სარდლობის მიერ წუხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტევის შედეგად, მოწინააღმდეგემ დაკარგა 102 ჯარისკაცი, 6 ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და სხვა ტექნიკა.

სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ხერსონის ოლქში მდებარე ანტონოვკის, კახოვკის და დარივკის საავტომობილო ხიდების "საცეცხლე კონტროლს".

კიევის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში აგრძელებენ კონტრშეტევას, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S