უკრაინა – ხერსონში რუსული ძალების საბრძოლო მასალების 5 საწყობი და "დრონების" მართვის პუნქტი გავანადგურეთ
02/09/2022 06:04:52 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, ხერსონის ოლქში გაანადგურეს რუსი სამხედროების საბრძოლო მასალების 5 საწყობი და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტი.
სარდლობის მიერ წუხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტევის შედეგად, მოწინააღმდეგემ დაკარგა 102 ჯარისკაცი, 6 ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და სხვა ტექნიკა.
სამხრეთის სარდლობაში აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ ხერსონის ოლქში მდებარე ანტონოვკის, კახოვკის და დარივკის საავტომობილო ხიდების "საცეცხლე კონტროლს".
კიევის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში აგრძელებენ კონტრშეტევას, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყეს.


