Accentnews.ge
უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა

01/09/2022 19:23:24 მსოფლიო

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს აქტივები ჩამოართვა. შესაბამისი საჩივარი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ჯერ კიდევ მაისში ხელმოწერილი კანონის საფუძველზე შეიტანა სასამართლოში.

რუსი მილიარდერის აქტივების კონფისკაციის მიზეზად ის დასახელდა, რომ ევტუშენკოვის კუთვნილი კომპანიები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებსა და რადიოლოკაციურ სადგურებს აწარმოებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის მოქალაქეს უკრაინაში აქტივები ჩამოართვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S