Accentnews.ge
გროსი: "IAEA წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში"

გროსი: "IAEA წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში"

01/09/2022 18:46:45 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) თავის წარმომადგენლებს დატოვებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

"დღეს ექსპერტებმა მისიის მუშაობის პირველ საათებში მოახერხეს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვება", – განაცხადა გროსიმ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ დააზუსტა, რომ მისია ენერგოდარში დარჩება 3 სექტემბრამდე, შემდეგ კი განიხილავენ ელექტროსადგურში IAEA-ს მუდმივი მეთვალყურეების ყოფნის საკითხს.

„არსად არ მივდივართ. IAEA ახლა არის ელექტროსადგურში. იქ დარჩენას აპირებს. ჩვენ ვაპირებთ მუდმივ ყოფნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში“, - განაცხადა გროსიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მიუხედავად რთული ვითარებისა და გარემოებებისა, სადგურის პერსონალი პროფესიონალურად ასრულებს სამუშაოს".

გროსიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S