
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია
01/09/2022 18:01:54 საზოგადოება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარია.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ცეცხლის სამი კერაა და მთის რთულ რელიეფზეა გავრცელებული.
ადგილზე მეხანძრე–მაშველები მუშაობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.