Accentnews.ge
კადიროვი კრემლს ემუქრება

კადიროვი კრემლს ემუქრება

01/09/2022 15:23:15 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის ხელისუფლებას "მუსლიმების სხვაგვარი მოქმედებით" ემუქრება. მისი მუქარა მოჰყვა რუსული სასამართლოს გადაწყვეტლებას, ექსტრემისტულ მასალებად ეცნო "სახიხ ალ–ბუხარი" –წინასწარმეტყველ მუჰამადის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღმწერი წყარო, რომელსაც მუსლიმი მეცნიერები თავისი მნიშვნელობით ყურანის შემდეგ მეორედ მიიჩნევენ.

"ახლა რუსეთის მილიონობით მუსლიმი გაურკვევლობაშია: როგორ უნდა იქადაგონ და მიჰყვნენ ჩვენს რელიგიას, როდესაც ქყვეყანაში კანონიკური რელიგიური გამოცემები იკრძალება?! თუ ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვშიშობ, მუსლიმები რუსეთში ვეღარ იგრძნობენ თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში, ასეთ შემთხვევაში კი ჩვენი რელიგია მათ უკვე სულ სხვაგვარი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელმძღვანელობას ეყოფა გონიერება, ყურადღება მიაქციოს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც სასწრაფოდ არის გადასახედი", – განაცხადა კადიროვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S