ისრაელმა სირიის აეროპორტი დაბომბა (ვიდეო)
01/09/2022 15:03:19 მსოფლიო
ისრაელმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა სირიაში, ალეპოს აეროპორტზე მას შემდეგ, რაც იქიდან უკრაინაში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაგზავნის შესახებ შეიტყო. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "SANA"–ს ცნობით, დარტყმის შედეგად არავინ დაშავებულა და სამხედროებმა მხოლოდ მატერიალური ზიანი აღრიცხეს.
როგორც "ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია" წერს, იერიში ობიექტად იქცა აეროპორტის სიახლოვეს არსებული საწყობები, რომელთაც 4 რაკეტა მოხვდა და ეს წლის დასაწყისიდან სირიის ტერიტორიაზე რიგით 22–ე შეტევა იყო.
იერუსალიმში მომხდარს არ ადასტურებენ და კომენტარზე უარს აცხადებენ.
თავის მხრივ, ირანული მედია იუწყება, რომ აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა ცოტა ხნით ადრე მანამდე, სანამ იქ ირანიდან თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო. თუმცა ლაინერმა კურსი შეიცვალა და დამასკოს აეროპორტში დაეშვა.
წინა დღით სირიული მედია დამასკოზე სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ რუსეთმა სირიაში მდებარე "ხმეიმიმის" ავიაბაზიდან თავისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები S–300 გაიყვანა. თანამგზავრული გადაღების ებრაული კომპანიის მონაცემებით, მოსკოვმა ისინი ყირიმის სიახლოვეს არსებულ პორტში გადასროლა უკრაინასთან ომში საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასამაგრებლად. "ისრაელმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რათა თავდასხმა განეხორციელებინა", – ვარაუდობს "ალჯაზირა".


