Accentnews.ge
"მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვის სურს, თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ესაუბრება?"

"მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვის სურს, თურქეთი იყოს ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ესაუბრება?"

01/09/2022 14:30:38 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი ირწმუნება, რომ რუსეთთან საუბარი აუცილებელია უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებების გზით მშვიდობის პირობების დადგენის უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ მან დიპლომატიური კორპუსის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საფრანგეთი გააგრძელებს რუსეთთან მოლაპარაკებას. ვის სურს, რომ თურქეთი იყოს ერთადერთი ძალა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს რუსეთთან საუბარს?", – განაცხადა მაკრონმა.

​ამასთან, მაკრონმა ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინას.

მისი თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს კიევის ეკონომიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. თუმცა მაკრონმა, იქვე დასძინა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის წინაშე ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის. თუმცა აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა მაკრონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S