
კალაძე „TV პირველის“ წამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს
01/09/2022 13:39:06 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე „TV პირველის“ წამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს და მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 100 000 ლარს მოითხოვს.
თბილისის მერის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას თქმით, 2022 წლის 5 ივნისს „TV პირველის” ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის გადაცემა, სადაც ჟურნალისტმა თქვა, რომ „მხოლოდ ერთი ტენდერიდან კახა კალაძემ 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.
როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტის გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და ამის გამო კალაძემ 2022 წლის 20 ივნისს სასამართლოს მიმართა.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის მერი „ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს“.