მედია – ხვალ „ლუფთჰანზა“ თითქმის ყველა რეისს გააუქმებს
01/09/2022 12:20:53 მსოფლიო
გერმანული ავიაკომპანიის „ლუფთჰანზას“ მფრინავები ხვალ გაიფიცებიან, რის გამოც პარასკევს თითქმის ყველა რეისი გაქმდება, – იუწყება DW.
მისი ცნობით, გაფიცვა გავლენას მოახდენს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ფრენებზე.
მფრინავები მიმდინარე წელს ხელფასის 5.5%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათ გაფიცვის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც კომპანიის ხელმძვანელობასა და პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.


