Accentnews.ge
მედია – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ

მედია – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ

01/09/2022 12:11:50 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს( IAEA) წარმოამდგენლები რუსების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, – იუწყება Reuters.

დელეგაციის ადგილზე ჩასვლა დაგვიანდა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო ინტენსიური ცეცხლის გამო.

რამდენიმე საათის წინ უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ „ენერგოატომმა“ განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.

ინფორმაცია ენერგოდარის მერმა დმიტრო ორლოვმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.

მანამდე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ელექტროსადგურამდე მისვლას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს, რადგან რუსულმა ძალებმა წინასწარ შეთანხმებული მარშრუტები დაბომბეს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში 30 აგვისტოს ჩავიდა.

14 წევრისგან შემდგარმა მისიამ, რომელსაც სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა. რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ. უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ სამხედროებმა ატომური ობიექტი დანაღმეს. ატომური ელექტროსადგური, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, უკრაინასა და მთელს ევროპაში ამ ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება.

IAEA–ს გენერალურმა დირექტორმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S