
"ვანოს შოუ" "ტვ პირველზე" გავა
01/09/2022 11:53:55 საზოგადოება
"მთავარ არხზე" დახურვის შემდეგ "ვანო ჯავახიშვილის შოუ" "ტვ პირველზე" გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ვანო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, გადაცემა იგივე დროს, პარასკევობით, 22:00 საათზე დაიწყება.
"როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს "ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს", - წერს ჯავახიშვილი