ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს აუქმებს
01/09/2022 10:06:00 მსოფლიო
ყაზახეთი მარცვლეულისა და ფქვილის ექსპორტზე შეზღუდვებს 10 სექტემბრიდან აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, წელს იგეგმება 13 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის აღება, რაც წინა წლის მოსავალს 12 პროცენტით აღემატება. მისი ცნობით, შიდა მოხმარებისთვის ქვეყანას დაახლოებით 6,5 მილიონი ტონა სჭირდება.
ყაზახეთმა მარცვლეულისა და ფქვილის ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვა 8 ივლისიდან აამოქმედა.


