Accentnews.ge
2020-ის 18 აგვისტომდე დარღვევებით აშენებულ შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებენ

2020-ის 18 აგვისტომდე დარღვევებით აშენებულ შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებენ

01/09/2022 10:02:19 საზოგადოება

2020-ის 18 აგვისტომდე დარღვევებით აშენებულ შენობებს ექსპლუატაციაში მიიღებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი იცვლება. ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით.

„როგორც იცით, დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობადამთავრებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულები დღემდე. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ კორპუსებში. ამის მიზეზი კი გახლდათ სამშენებლო კომპანიების/მშენებლების მიერ მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა მათ მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ პროცესით კი საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები ზარალდებოდნენ, რადგან „მშენებარე ობიექტის“ სტატუსის მქონე მათი ქონება არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად არის ყოველთვის ნაკლიანი. ასევე, ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო, მობინადრეები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, რა დროსაც გამგეობები 100%-ით აფინანსებენ მცხოვრებლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს კორპუსში. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით, მაგალითად დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ.“ - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობის გამოყენებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S