მედია– "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა
01/09/2022 07:27:59 მსოფლიო
"ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და პირველი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა, – იუწყება რუსული მედია.
"კომერსანტი" წერს, რომ რავილ მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. მისი ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ ავადმყოფობის გამო მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რავილ მაგანოვმა ლუკოილში 1993 წელს ნავთობის მოპოვების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს იგი პირველ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, 2020 წელს კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა.


