Accentnews.ge
აშშ-ში რუსული "ლუკოილის" საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის დაკავების ორდერი გაიცა

აშშ-ში რუსული "ლუკოილის" საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის დაკავების ორდერი გაიცა

01/09/2022 06:36:30 მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან მიიღო სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის „ლუკოილის" საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ორდერის საფუძველი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაა. კერძოდ, აკრძალულია ამერიკული წარმოების ავიალაინერების ფრენა რუსეთში და რუსეთიდან, „ლუკოილის" თვითმფრინავმა კი, ეს აკრძალვა დაარღვია.

„ლუკოილის" საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზე იმყოფება. შეტყობინებას ორდერის გაცემის შესახებ აშშ გაუგზავნის ყველა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S