
დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა
01/09/2022 05:44:23 საზოგადოება
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი. ისინი სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. დაშავებულები ჰოსპიტალიზებულნი არიან.
ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.