Accentnews.ge
რაზე შეთანხმდნენ ალიევი და ფაშინიანი

რაზე შეთანხმდნენ ალიევი და ფაშინიანი

31/08/2022 16:36:27 კავკასია

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ,– იუწყება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებების შუამავალია.

მისი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე არსებითი მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს ერთ თვეში გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები.

ამასთან, ევროპული სტრუქტულის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხსაზ შეეხნენ. გადაწყდა, რომ ამ თემაზე მომუშავე ორმხრივი სახელმწიფო კომისია ნოემბერში ბრიუსელში შეიკრიბება.

როგორც ირკვევა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მორიგ ჯერზე ბრიუსელში ნოემბერში შეხვდებიან ერთმანეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S