Accentnews.ge
რუსეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც ჩინელი, ინდოელი, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას

რუსეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც ჩინელი, ინდოელი, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას

31/08/2022 15:39:24 მსოფლიო

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო წვრთნები იწყება, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. რუსული პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს „აღმოსავლეთი 2022“–ში ჩინელი სამხედროების მონაწილეობაზე.

მათი ცნობით, წვრთნებში 2 000 ჩინელი სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ამავე წყაროს ცნობით, მანევრებში ასევე ჩაერთვებიან სამხედროები აზერბაიჯანიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლაოსიდან, მონღოლეთიდან, ნიკარაგუადან, სირიიდან და ტაჯიკეთიდან.

როგორც რუსული მედია წერს, სამხედრო წვრთნები „აღმოსავლეთი 2022“ ხვალიდან დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 140 საფრენი აპარატი და 60 საბრძოლო ხომალდი, კატერი და მომარაგების გემი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S