სიიარტო: "ევროკავშირი შეაჩერებს შეთანხმებას რუსებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებაზე, სრული აკრძალვა არ იქნება"
31/08/2022 12:56:23 მსოფლიო
ევროკავშირი შეაჩერებს რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც ამარტივებს ვიზების გაცემას, თუმცა ვიზების გაცემაზე სრული აკრძალვა არ იქნება - განაცხადა, Reuters-ის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვიზების სრულად აკრძალვის საკითხზე ერთსულოვნება არ არსებობს.
მისი თქმით, უნგრეთიც ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას.
ვიზების გამარტივებული გაცემის შეთანხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის 2007 წლიდან მოქმედებს.
პრაღაში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მთავარი განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაა.


