ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: "ბათუმის ნავსადგომში ხომალდი "ატაკამა" არ შესულა"
31/08/2022 12:09:34 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადბით, ბათუმის ნავსადგომში ხომალდი "ატაკამა" არ შესულა და ის მხოლოდ პორტის სიახლოვეს, წყლისა და საკვების მომარაგების მიზნით იმყოფებოდა.
გურამიშვილის თქმით, ხომალდმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა.
"შემოწმებული იქნა სენკისტისა და ნევეისის დროშის ქვეშ მცურავი გემი "ატაკამა", რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საკრუიზო რაიონში და არა ნავის სადგომზე პორტში, როგორც გასული იყო სიუჟეტში. აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო, სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს საკრუიზო წერტილში მცურავი გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. გემი "ატაკამა", ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა სიაში მიმდინარე მონაცემებით და ამ წუთისთვის, გემი მოხსნილია საკრუიზო წერტილიდან და დატოვებული აქვს საქართველოს საკრუიზო წყლები" – აცხადებს გურამიშვილი.
მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ევროკავშირში კრძალავს 2022 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო მსუბუქ ნავთობპროდუქტებს 2023 წლის 5 თებერვლიდან.
გურამიშვილის განცხადებით, ბულგარეთს საზღვაო გზებით 2024 წლის ბოლომდე შეეძლება, განაგრძოს საზღვაო ტრანსპორტით ენერგომატარებლების შეტანა, ხოლო ხორვატიას 2023 წლის ბოლომდე მიეცემა საშუალება, მოახდინოს მსუბუქი ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტი.
მანამდე, "მთავარმა არხმა" გაავრცლა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთი შემოვიდა.


