დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 9-15 მაისი

20-06-2022 15:41:41 სხვა ,მითები და რეალობა

ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.

მიმდინარე გამოცემის თემები:

• ომის უკრაინიდან საქართველოში შესაძლო გავრცელების შესახებ შიშის დანერგვის მიზნით გავრცელებული გზავნილები

• არაპროვოცირებული შეჭრის გამამართლებელი არგუმენტები

• კრემლის პრიზმით დანახული ადგილზე არსებული სამხედრო ვითარება

• კრემლის პოზიციით, სანქციების ეკონომიკური შედეგები აზარალებს დასავლეთს და არა რუსეთს

• „ლენდ-ლიზმა“ საქართველოში კრემლისტური ჯგუფების გაღიზიანება გამოიწვია

სრული დაიჯესტი იხილეთ აქ.

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები