Accentnews.ge
მერია "თბილისობის" დღესასწაულზე 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

მერია "თბილისობის" დღესასწაულზე 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

31/08/2022 08:35:40 საზოგადოება

თბილისის მერია წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე 3 050 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურების შესაძენად, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, ამის საფუძვლად კი მის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებას უთითებს. "თბილისობა 2022" 1-2 ოქტომბერს გაიმართება.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თბილისის მერია წერს, რომ დღესასწაულისთვის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვის გამოცხადება შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე.

ღონისძიების აღწერაში უწყება უთითებს, რომ იგი საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება, კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები იგეგმება:

  • "ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები;
  • ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა "თბილისური უბანი ათონელზე";
  • რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, ღია კინოთეატრი კულტურული და სპორტული აქტივობები, თემატური ინსტალაციები;
  • ერთ-ერთი ლოკაცია იქნება გუდიაშვილის მოედანი, რომლის სკვერის შუაგულში განთავსდება ღია - „თბილისური კაფე";
  • ლეღვთახევის ტერიტორია მიეძღვნება ქალაქ თბილისის მეხოტბეებს (პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს)".

1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. „თბილისობა 2022“ 2 ოქტომბერს ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S