დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 8-14 აგვისტო

31-08-2022 11:39:32 სხვა ,მითები და რეალობა

ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.

მიმდინარე გამოცემის თემები:

• რუსოფობია და მეორე ფრონტი - პროპაგანდის ფავორიტი საკითხები

• შიშის დამთესავი ნარატივები ომის საქართველოში გავრცელების შესახებ:

• პრორუსული პროპაგანდა: ომში დამნაშავე დასავლეთია

• უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება

• დეზინფორმაცია სანქციების ეკონომიკური შედეგების შესახებ

• რუსეთის მხარდამჭერები კვლავ საქართველოს ნეიტრალიტზე მსჯელობენ

• დასავლეთი - საქართველოს ყველა პრობლემის მიზეზი

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დაიჯესტი სრულად იხილეთ აქ.

"GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.