Accentnews.ge
საქსტატი – ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

საქსტატი – ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა

31/08/2022 07:29:11 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 % შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 %–ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, ივლისში კერძო სექტორის ბრუნვა, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11.5 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

"2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S