Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად სპეციალური მისია შექმნან

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად სპეციალური მისია შექმნან

30/08/2022 19:28:45 მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად სპეციალური მისია შექმნან. აღნიშნულის შესახებ პრაღაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ძირითადად უკრაინაში რუსეთი აგრესიის კონტექსტში. ჩვენ ჩაგვერთო უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რეზნიკოვი, რომელმაც მოგვაწოდა განახლებული ინფორმაცია ომის შესახებ და იმ საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას ესაჭიროება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საჭიროებებს და ერთხმად შევთანხმდით ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

"მზად არის რამდენიმე საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S