Accentnews.ge
ზელენსკის ხელისუფლება ყირიმიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

ზელენსკის ხელისუფლება ყირიმიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

30/08/2022 18:59:36 მსოფლიო

ზელენსკის ხელისუფლება ყირიმიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს.

ამის შესახებ ტვიტერში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი წერს.

"უკრაინისთვის მისი მოქალაქეების სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია. ამიტომაც უკვე შევიმუშავეთ საევაკუაციო მარშრუტები ოკუპირებული ყირიმის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომელთაც აქტიური დეოკუპაციის პერიოდისთვის ნახევარკუნძულის დატოვება სურთ. მანამდე კი მოვუწოდებთ მათ, სამხედრო ობიექტებისგან რაც სეიძლება, შორს დაიჭირონ თავი და თავშესაფრები შეამოწმონ" - წერს პოდოლიაკი.

მანამდე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის დეოკუპაციის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც იქ ბოლო 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, "გარკვეული ღონისძიებები", მათ შორის ლუსტრაცია ელით. მას, კერძოდ, დაექვემდებარებიან ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირები, სამხედრო დამნაშავეები, ასევე გენოციდის აქტებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S