Accentnews.ge
კიევი: ოკუპანტების ჯარი ხერსონის ოლქში ალყაშია მოქცეული

კიევი: ოკუპანტების ჯარი ხერსონის ოლქში ალყაშია მოქცეული

30/08/2022 18:56:39 მსოფლიო

ოკუპანტების ჯარი ხერსონის ოლქში ალყაშია მოქცეული, - იუწყება უკრაინული სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი.

"შემიძლია, დავადასტურო ზუსტი წერტილოვანი დარტყმები მოწნააღმდეგის ცოცხალი ძალის საყრდენ პუნქტებსა და თავშეყრის ადგილებზე, შეიარაღებასა და ტექნიკაზე ხერსონის ოლქის რიგ რაიონებში, ასევე ის, რომ "ქირურგიული" დარტყმების შედეგად პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ყველა დიდი სარკინიგზო და საავტომობილო ხიდი, დარჩენილია მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. ამ მოქმედებების შედეგად რუსული არმია მოწყვეტილი აღმოჩნა ყირიმის ტერიტორიიდან და ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროდან პირადი შემადგენლობისა და შეიარაღების მიწოდებებს" - განაცხადა იანუშევიჩმა.

მან მოუწოდა მოსახლეობას, "სიმშვიდე შეინარჩუნოს და უკრაინელ სამხედროებს მუშაობაში ხელი არ შეუშალოს".

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთში ერთდროულად ყველა მიმართულებით გადავიდნენ შეტევაზე. მოდით, მშვიდად დაველოდოთ და მათ საქმის კეთება ვაცალოთ. ინფორმაცია ბევრია, მაგრამ ახლა სიჩუმის შენარჩუნება სჯობს, რათა ჩვენს ჯარს არ ვავნოთ" - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S