Accentnews.ge
ანდრიუშჩენკო: მარიუპოლში შიმშილის გამო მოსახლეობა რუს ოკუპანტებს აუჯანყდა

ანდრიუშჩენკო: მარიუპოლში შიმშილის გამო მოსახლეობა რუს ოკუპანტებს აუჯანყდა

30/08/2022 18:19:29 მსოფლიო

რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში, სადაც წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკვების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, მისი უკმარისობის გამო ადგილობრივები აჯანყდნენ, - იუწყება "ტელეგრამში" ქალაქის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე პეტრო ანდრიუშჩენკო.

"იმის გამო, რომ ოკუპანტები მოსახლეობის კვებაზე არ ზრუნავენ, საკვების ერთადერთ წყაროდ წითელი ჯვრის ჰუმანიტარული დახმარება იქცა, მაგრამ იგი არ კმარა და სახეზე გვაქვს პირველი ნამდვილი მშიერი ბუნტი. ეს მხოლოდ დასაწყისია, დემოკრატიის შედეგები თავს იჩენს" - წერს ანდრიუშჩენკო.

ცნობისთვის: რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ომის შედეგად დაზიანებული რიგი შენობები დაანგრიეს, თუმცა ადგილობრივებს ალტერნატიული საცხოვრებელი არ შესთავაზეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S