
რაულ ხაჯიმბა რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგია
30/08/2022 17:24:31 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ექს–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა პუტინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის საკუთრებაში ბიჭვინთის საუკეთესო მიწებისა და მათზე მდებარე აფხაზური სახელმწიფო ობიექტების გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან ოპოზიციური ორგანიზაცია "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის" პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"თუ დღეს ბიჭვინთაზე დავხუჭავთ თვალს, ხვალ შემოგვთავაზებენ მიწების უცხოელებზე მიყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენი კონსტიტუცია ამ თემებს მკაფიოდ რეგლამენტირებს. თუ დღეს კონსტიტუციის ფუძემდებლური პრნციპების რღვევას დავიწყებთ ვიღაცის პირადი მერკანტილური ინტერესების გამო, საბოლოო ჯამში, დავკარგავთ სახელმწიფეობრიობას", – განაცხადა ხაჯიმბამ.
ცნობისთვის: ხაჯიმბა 2020 წლის იანვარში გადადგა ოპოზიციის ზეწოლით, რომელმაც მაშინ დე ფაქტო პრეზიდენტის ადინისტრაციის შენობის შტურმით აღება სცადა.
იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.
რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.