Accentnews.ge
ვატიკანმა დუგინას მკვლელობის შესახებ რომის პაპის განცხადება განმარტა

ვატიკანმა დუგინას მკვლელობის შესახებ რომის პაპის განცხადება განმარტა

30/08/2022 15:55:35 მსოფლიო

ვატიკანმა კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობის შესახებ რომის პაპის განცხადება განმარტა.

"წმინდა მამა ფრანცისკეს განცხადებები მკაფიო და ცალსახაა, იგი გმობს მორალურად გაუმართლებელ, დაუშვებელ, ბარბაროსულ, უაზრო, საზიზღარ და მკრეხელურ ომს", – აცხადებს ვატიკანი.

მანამდე, რომის პაპმა დარია დუგინას „ომის უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა.

"მე ვფიქრობ საწყალ ქალზე, რომელიც ააფეთქეს ბომბით, რომელიც მისი მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული, მოსკოვში. ომისთვის საფასურს უდანაშაულოები იხდიან", - განაცხადა რომის პაპმა 24 აგვისტოს.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს დარია დუგინას კუთვნილი ჯიპი Land Cruiser Prado მოსკოვის სიახლოვეს, მოჟაისკის ტრასაზე გადაადგილებისას აფეთქდა. ინციდენტის დროს იგი მანქანაში იმყოფებოდა და ადგილზე დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა და მის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. კიევი კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

21 აგვისტოს დარია დუგინას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო.

დარია დუგინა მამის საქმეს აგრძელებდა, უკრაინის მიმართ რუსულ აგრესიას ამართლებდა და "რუსსკი მირის" იდეოლოგიას პროპაგანდირებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S