
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა
10/10/2019 15:43:57 სხვა, მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა, - იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, თურქი დიპლომატის დაბარების მიზეზი სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციაა.
დღეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.
Reuters–ის ცნობით, თურქეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
ცნობისთვის: გუშინ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთული შენაერთებია გამაგრებული, სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქმა სამხედროებმა უკვე დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სამიზნე ობიექტი, ხოლო ავიაციამ და არტილერიამ სირიის ჩრდილოეთში 181 სამიზნე ობიექტი დაბომბა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს.