Accentnews.ge
"გერმანია მზადაა, შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ვიზების ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა"

"გერმანია მზადაა, შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ვიზების ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა"

30/08/2022 14:44:02 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანია მზად არის, შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ვიზების ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზების გაცემაზე შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, "ვისაც ჯერ კიდევ აქვს გამბედაობა წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმს".

"სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ოპოზიციონერებს, ასევე შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ გამბედაობა, რომ [რუსული უნივერსიტეტების გარდა] ინფორმაცია სხვაგან მიიღონ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც იქნება საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის, ამავდროულად, ჩვენ არ შეგვიძლია შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით", - აღნიშნა მან.

პრაღაში ორდღიანი არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ზომებს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინიციატივას, აეკრძალოს რუს ტურისტებს ევროკავშირში შესვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S