Accentnews.ge
"ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს"

"ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს"

30/08/2022 14:32:39 პოლიტიკა, მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეწყვიტოს.

"ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს", – წერს კულეება სოციალურ ქსელში.

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებაც განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S