
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო
30/08/2022 13:11:04 საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს.
ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.