
სინოპტიკოსები საქართველოში 3 სექტემბრამდე ჰაერის მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ
30/08/2022 13:04:21 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა, +38, +40 გრადუსს მიაღწიოს.
მისი ცნობით, არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად.