Accentnews.ge
ხუთ მოზარდს უკრაინული სიმღერის შესრულებისთვის რუსული არმიის "დისკრედიტაციაში" ადანაშაულებენ

ხუთ მოზარდს უკრაინული სიმღერის შესრულებისთვის რუსული არმიის "დისკრედიტაციაში" ადანაშაულებენ

30/08/2022 13:04:40 მსოფლიო

სიმფეროპოლში რუსეთის უშიშროების ძალებმა ხუთი მოზარდი დააკავეს, რომლებიც გაგარინის პარკში უკრაინულ ლოზუნგებს ყვიროდნენ და უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ.

მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“ ედავებიან.

დაკავებულთა ასაკი 17–დან 21 წლამდე მერყეობს.

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში განაგრძობენ ომის მოწინააღმდეგეთა დევნას. მედიის უახლესი ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 107-ზე მეტ ყირიმელს დასდეს ბრალი რუსული არმიის „დისკრედიტაციაში“ ადმინისტრაციული მუხლით, ხოლო ყირიმისა და სევასტოპოლის 11 მკვდრს პატიმრობა ემუქრება "ომის საწინააღმდეგო საქმიანობისთვის".

გარდა ამისა, სევასტოპოლში რუსეთის ხელისუფლებამ ჩაუშვა ჩათ–ბოტი უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერთა გამოსავლენად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S