მედია – რუსეთმა, სულ მცირე, 10 საკრუიზო რაკეტა გაისროლა ხისგან დამზადებული Himars–ების გასანადგურებლად
30/08/2022 12:11:21 მსოფლიო
რუსეთმა, სულ მცირე, 10 საკრუიზო რაკეტა გაისროლა ე.წ. ფეიქ Himars–ების გასანადგურებლად, – იუწყება დასავლური მედია.
მისი ცნობით, უკრაინამ ბრძოლოს ველზე განათავსა ე.წ. Himars–ები, რომლებიც ხისგანაა დამზადებული. მას შემდეგ რაც ისინი რუსულმა "დრონებმა" აღმოაჩინეს, რუსეთის შავი ზღვს ფლოტის გემებმა ყალბი სამიზნეების მიმართულებით, სულ მცირე, 10 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს.
"ე.წ. ფეიქ შეიარაღების წარმატებით გამოყენებამ, უკრაინა აიძულა, შექმნას მეტი მსგავსი იარაღი და ამ გზითაც სცადოს ბრძოლის ველზე რუსეთის საარტილერიო უპირატესობის განეიტრალება", – იტყობინება დასავლური მედია.


