Accentnews.ge
„გაზპორმმა" საფრანგეთი გააფრთხილა, რომ დღეიდან გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეუმცირებს

„გაზპორმმა" საფრანგეთი გააფრთხილა, რომ დღეიდან გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეუმცირებს

30/08/2022 10:11:22 მსოფლიო

„გაზპორმმა" საფრანგეთი გააფრთხილა, რომ დღეიდან გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეუმცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორი Engie ავრცელებს.

კომპანიის განცხადების მიხედვით, გაზის მიწოდების შეზღუდვა „გაზპრომსა“ და Engie-ს შორის კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო მოხდება, თუმცა განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რა სახის უთანხმოებები არსებობს კომპანიებს შორის.

უკრაინაში რუსეთი ომის დაწყების დღიდან, „გაზპრომმა“ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება, რომელმაც მიმდინარე თვეს 1,5 ტერავატი შეადგინა საათში. 2021 წელს რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ Engie-სთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა კი საათში 121 ტერავატს აღწევდა.

მანამდე, საფრანგეთის მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში აგნეს პანიერ-რუნაჩერმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს იყენებს, როგორც ომის იარაღს.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", – დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S