ომის დაწყებიდან პირველად აფრიკაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა
30/08/2022 10:05:37 მსოფლიო
ომის დაწყებიდან პირველად აფრიკაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა.
23 000 ტონა ხორბლით დატვირთული გემი "Brave Commander" ჯიბუტის პორტში შევიდა, მარცვლეულს შემდგომ ეთიოპიაში გადაიტანენ.
უკრაინის ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამ მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.
ცნობისთვის: ჯიბუტი არის პატარა ქვეყანა აფრიკაში, სადაც მხოლოდ 900 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ აქ მდებარეობს კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი პორტი.


