ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ირანულმა "დრონებმა" საომარ მოქმედებებში გარდატეხის შეტანა შეძლონ
30/08/2022 08:35:41 მსოფლიო
ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ რუსეთის მიერ შეძენილმა ირანულმა "დრონებმა" უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში გარდატეხის შეტანა შეძლონ.
"რუსეთის მიერ შეძენილმა ბევრმა ირანულმა "დრონმა" ტესტირებისას წარუმატებლობა განიცადა. რამდენად შეძლებენ ისინი საომარ მოქმედებებში გარდატეხის შეტანას უცნობია", – აცხადებს, CNN-ის ცნობით, აშშ–ის დაზვერვის სამსახურის წამომადგენელი.
აშშ–ის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთმა ოფიციალურად შეიძინა "Mohajer-6"–ის, "Shahed-129"–ისა და "Shahed-191" –ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთაც სავარაუდოდ, უკრაინის ომში გამოიყენებს.


